вторник, 7 апреля 2009 г.

მარხვისაჲ

სწავლა ქადაგება მარხვისათვის, სულო ყოვლად წმინდაო, შემეწიე გლახაკს გონებასა.
 


ღუთისა მიერ შემოკრებილნო, კეთილ მორწმუნენო მსმენელნო! წმიდა და უპირველესი ესე მარხვა-წმიდათა და ღმერთ შემოსილთ მამათაგან ლიმენად და ნავთსაყუდელად არის წოდებული. ნავთსაყუდებელი ეს არის, საყვარელნო, რომელთაც არ იცით იმათ მოგახსენებ: ზღვის საშინელი ღელვა რომ მოგხსენებიათ, ასე მაღლა სადმე ავა იმისი ზვირთი და აღელვება, რომ ხომალდში მსხდომთ ასე ეგონებათ რომე ცამდის აღიწიაო. თვალებზე ჴელებს მიიფარებენ. ასეთი შიშის ზარი დაეცემათ, მაგრამ ღმერთი რომ შეეწევათ და იმ საშინელს ღელვას რომ მორჩებიან, და იმ ზღვის ნაპირს დაინახავენ, მაშინ იმათი გულიც იმ შიშისაგან განისვენებს, და ის მუნავე ხომალდსაც რომ დააყენებს, აი იმას ჰქვიან ლიმენი, და ნავთ საყუდელი. აგრეთვე წმიდათ მამათაც ეს წმიდაჲ მარხვა მიტომ მიუმსგავსებიათ, რომ აქამდის ზღვის ღელვასავით ამდენი ჴორციელი შვება გამოვიარეთ, ეგოდენი განცხრომა, ლხინი და შექცევა გადავიჴადეთ, და ახლა სულის განსასვენებელს ნავთსაყუდელში, მოვიწიენით, და ღუთის შეწევნით კიდეც ვსასოებდეთ, რომ სინანულით, ლოცვით და მარხვით ღმერთმან ჩვენი ცოდვაც შეგვინდოს და მოგვიტიოს, და მარხვის საკადრისი სინანულიც გვაღირსოს.

ამაზედ ცოტა რამ მარხვისათვის სიტყვა და სწავლა მოიხსენეთ: წმიდა და სანატრელი, და საღრმთოთა ჴმითა მაღლითა მქადაგებელი, მოძღვარი წარმართთა, და მამხილებელი ურიათა, დიდი მოციქული ქრსიტესი პავლე დასწერს ეპისტოლესა, შინა თვისსა, ვითარმედ ,, რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩვენი განიხრწნების ეგოდენ შინაგანი განახლების”. სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ.

პირველდ ეს უნდა ვსცნათ, ღვთისმოყვარენო რომე, გარეშე კაცი და შინაგანი რათ უნდა იყოს. ერთის კაცის გვამი ირგვარად ხომ არ არის გაყოფილი და ან ორკაცად თქმული?

მაშ რა უნდა იყოს. მევე მოგახსენებ, ჩვენთვის კაცქმნილის ქრისტეს ძალითა. კაცი ორის ბუნებით არის შემდგარი და აღგებული. სულისა და ჴორცთაგან. და ამისათვის ორად თქვა მოციქულმან, რომ სულისა გონებით ვიცით კაცში ყოფა. და ჴორცი ხომ თვალით სახილველია.

ეს სახილველი და ის უხილავი ორივე კაცისა არის. მაგრამ საკითხავი ეს არის: ამ გარეშეს კაცის განხრწნით, შინაგანი რათ განახლდების? კაცი რომ დაიკოდოს და დაიჭრას და ან დიდი რამ სნეულება, და წყლულება რომ შეედვას, მაშინ სული განახლდებისა? არაა. ამით ნუ გგონიათ განახლება. ყოველი სხვა და სხვა ბუნება ერთგვამად შეზავებული გამხრწნადიც არის. რასაც წამს შეერთდებიან, მაშინვე იმათში ბრძოლა და წინააღმდგომობაც დაიწყება. ერთი მხოლოდ ღმერთი არის შეუზავებელი და სხვანი ყოველნივე შეზავებულნი არიან.

მართალია, ანგელოსნი და სული კაცისა არა მყოფობისაგან არიან მოსულნი, მაგრამ სხვანი ყოველნივე ბუნებანი ოთხის ნივთისაგან არიან წარმოდგომილნი. და ამისათვის უსხეულო და სხეულევანი რომ არის კაცი, ეს უსხეულო და სხეულოვანი მუდამ ერთმანეთის წინააღმდეგი არიან, და მბრძოლნი.

როდესაც კაცი შვებასა და ამ ჴორცის სიამოვნეს მისცემს თავსა, მაშინ სული კი დაძველდება და განიხრწნება. და როდესაც ცოდვისაგან მოიქცევის, და სინანულს შეუდგება, მაშინ ჴორცი დაძველდება და განიხრწნება და ამისათვის თქვა მოციქულმან, ვითარმედ ,,რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩ...

ამით გამოგვიცხადა წმიდამ მოციქულმა, რომ გარეშე ესე კაცი ჩვენის ჴორცისა, სინანულითა და მარხვით დამაშვრალობა და დაღალვა არის, და ეს განაახლებს და ნაბრწყინვებს სულსა.

მაგრამ ,,რადგან მარხვისათვის შემოვიდა სიტყვა, უნდა აღმოვაჩინოთ რომე, რა არს მარხვა.

ფილოსფოსნი ერთს ამისთანას რომელსამე ლექსსა და სიტყვას სახელმოდგამს უწოდებენ რომ იმ სახელის მოხსენებითა, მხოლოდ სხვაც მრავალი ზიარად დაინიშნება, მაგრამ საქმე და საზღვარი ერთი არ მიეცემა, როგორათაც სხვა არის მარხვა საქონლისა და საუნჯისა რასამე, და სხვა არს მარხვა მიცვალებულთა დაფლულთა; და სხვა არს მარხვა საიდუმლო ხვაშიადისა რასამე დაფარვა და კვალად სხვა არის მარხვა თვალისა, ენისა, სასმენელისა, დაკრძალვა ბოროტისაგან, რომელი ესეცა ფრიად კეთილ და სარგებელ არს სულისა.

მაგრამ, წმიდისა მოციქულის სიტყვა მხოლოდ ამაზედ არის რომელიცა მრავალნოაგისა და უძღებად სასმლისა და საჭლისაგან სცავს თავსა თვისსა და ჴორცსა თვისსა რომელ არს გარეშე ესე კაცი, და ღვაწლითა და შრომითა შერთავს და შეაზიარებს სულსა სიწმიდითა ღუთისმსახურებისათა.

მაგრამ, ზოგმა ეგების თქვას ვინმე თქვენში, რომე მშიერი რომ არ ვიყო და სხუა ცოდვა კი არა ვქნარაო, ამიტომ რათ წავწყმდებიო.

კეთილ, მაგრამ, იცით რომე უცოდველად დაგაყენებსთ სიმაძღრე? არა ჭეშმარიტად. ვინც იტყვის ტყუილია, მე არა მწამს არას გზით. ჯერ ამისთვის, პირველს კაცს ადამთან მივიდეთ. ღმერთმან რომ ადამს უბრძანა, ,,ყოვლისაგან ხისა სამოთხისა სჭამო და ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა ირა სჭამო”. შეშურდა და ამიტომ დააყენა იმისის ჭამისაგან, თუ ჯერეთ ჩჩვილი და უცნობო იყო და არ შეეძლო კეთილისა და ბოროტის განრჩევა?

ცა და ქვეყანა იმისთვის დაბადა და იმ ერთის ხის ნაყოფს რაღათშეიშურვებდა და ან უსრულს რაღათ დაბადებდა. მაგრამ ნამეტანის ჭამისა და სიმაძღრისაგან განაყენა. სხვა არა იყო რა.

ამას სხვა იგავი და მოსწავებაცა აქვს ,,ყოვლისაგან ხისა სამოთხისა სჭამო” და რა იყო ,,ცნობად კეთილისა და ბოროტისა”.

მაგრამ მაინც როგორც ყოვლის სათნოების შემკრებელი და დამმარხველი ჭამადთაგან განყენება არის და ყოვლის სათნოების შემომღებელი, და მასწავლებელი მარხვა არის, აგრეთვე ყოვლის ცოდვისა და სიბოროტის შემომღებელი გაუმაძღრად სმა და ჭამა არის ჭეშმარიტად.

მრავალთ აღმოგიკითხავთ ესე რომ, როდესაც ადამ ღუთის მცნებას გარდაჴდაო, იცნა ცოლი თვისი. მაშ უცნობო ყოფილა, და არც სახვედელი ჰქონია? პირველი და უპატიოსნესი საგრძნობელი კაცისა სახედველი თვალი არის, იმის რაღათ დააკლებდა? მაგრამ მინამდის ნაყროვნებით სჭამდა, ცოდვისაკენ მიხედვისა, და ცოდვის ცნობის თვალი არა ჰქონდა. მაგრამ როდესაც ჭამა და მცნებას გარდახდა, მაშინვე ცოდვას მიხედა და იცნა.

ამასაც მოგახსენებ როგორც მიხედა, და როგორ იცნა: ღმერთმან რომ ჴმა უყო, და უბრძანა: ადამ! ადამ! სადა ხარო? სადაც იყო განა ღმერთმან არ იცოდა, ამისთვის რაღა კითხვა უნდოდა? ზეცასა და ქვეყანასა ყოველნივე იმისის ღუთაებისაგან, არა არსისაგან არსებად ქმნილნი და დაბადებულნი არიან, და არცა ერთი მცირეთაგანი დაშთება თვალთა წინაშე მისთა აღურიცხველ.

მაგრამ, ,,სადა ხარ” კითხვა ეს იყო: მე როგორ სათნოებიანად და წრფელად და უცოდველად დაგბადეო; ახლა სადა ხარო. ეს ის კითხვა იყო. მერმე ადამმა რომ მოახსენა, შიშველი ვარ, შემეშინა და დავიმალეო. მაშინ ღმერთმავ უბრძანა: ვინ გითხრა რომ შიშველი ხარო, იმ ხისაგან თუ არა სჭამეო, რომელიც მე გამცნე ნუ სჭამო?

მაშინ თავისი შეცოდება დაინახა ადამმა, და ცოდვის ცნობის თვალიც მაშინ აღეხილა, დედაკაცი რომ მომეცო ამან მომაცთუნაო.

გასინჯეთ რა ცოდვა აქნევინა ჭამამა! განათუ ესე თქვა ვსცოდეთო, დავაშავევო, და ან თუ დამდაბლდა, არა, იმ ჭამამ განა მარტო სიმაძღრეს დააჯერა? მაშინვე ამპარტავანებაშიაც შეიყვანა, თავისი თავი გაიმართლა და ღმერთს ბრალი დაადვა. ეს დედაკაცი რომ მამეცო, ამან მაჭამაო. გასინჯეთ, რომ გარდამატებით ჭამამ, ეს ცოდვა შემოიღო.

საბაოთ უფალი ღმერთი, მოსე წინასწარმეტყველს რომ სინაის მთაზე ეჩვენა, და ისრაელთათვის წინამძრვრად და გამომყვანებელად გამოგზავნა. ხომ რამდენი სასწაული ქმნა ღმერთმან იმისის ჴელითა. ეგვიპტელთზე რამდენი წყლულება დასდვა, ფარაონ რამდენჯერ შეაძრწუნა, მერმე ისრაელთ ერნი რას საკვირველის სასწაულით გამოიყვანა. ზღვა როგორ განაპო, კლდისაგან წყალი როგორ აღმოუცენა ისრაელთა. მაგრამ ათის მცნების მოცემას რომ უპირებდა ღმერთი, პირველად ორმეოცი რათ ამარხა და ისრე მისცა?

თუ მაშინ ღირსი და წმინდა კაცი არ იყო, იმდენი სასწაული როგორა ქმნა. ჭეშმარიტად ღირსი და წმინდაჲ კაცი იყო, მაგრამ ისრაელთ რომ ნამეტნავად აწუხებდა ფარაო, და იმათი ჭირი და სულთქმა რომ შეესმა ღმერთსა, ვითარცა შესაქმეთას შინა დასწერს, ვითარაედ ხილვით ვიხილეო ჭირი ერისა ამის. და შემდეგი, ამიტომ მოსეს თუნდა ცოტა რამ განწმედაც ჰკლებოდა, ღმერთმან იმათის გამოხსნისათვის მაინც არ დააყენა, და უწინამძღვრა, და გამოხსნის დროც იყო, რომ უნდა გამოეხსნა ისრაელთ ერი.

მაგრამ როდესაც სჯულის მოცემა სთხოვა ღმერთსა, მინამდის ორმეოცე დღე არ იმარხვა, და მარხვით არ განიწმინდა, ათი მცნება ვერ მიიღო, განა თუ სხვა სათნოება აკლდა რამე, ან სიმდაბლე, ან სიმშვიდე, ან სიყვარული, და მაშინ შეისრულა, და ისრე მისცა? არა, ყოვლის სათნოებით სრული იყო და შემკობილი ჭეშმარიტად, მაგრამ მარხვა კი აკლდა, და როდესაც მარხვისაგანაც სისრულე მიიღო, ხომ მოგხსენებიათ როგორ გაბრწყინებული გარდმოვიდა ვითარცა მზე სინაის მთიდამ, და მცნებაც მაშინ გარდმოუტანა ისრაელთა.

მაშ თურმე მარხვისაგან შეიწირავს ღმერთი ლოცვისაცა, სიმდაბლესაცა, სიმშვიდესა, და მოწყალებასა, და რასაც ითხოვს ღვთისაგან, მოწყალების ნიჭსაც მაშინ მიიღებს.

აჰა ნინეველთ მივხედოთ, ნინევის ქალაქი სამ სახედა გვაქვს. ღმერთმან იონა წინასწარმეტყველი მოუვლინა რომე, ეს სამი დღე და ნინევი დაიქცესო. გასინჯეთ მარხვით როგორ შეიწყალა ღმერთმან. რაც ებადათ სულ რომ გარდაეყარათ და ჴელი აეღოთ, და რაც უნდა სინანული და სიმდაბლე ექმნათ, უმარხოთ მაინც არ შეუნდობდა ღმერთი. დაიჯერეთ.

მაგრამ მაშინვე რომ მარხვით დაიწყეს სინანული, და ღვთის ვედრება, ამიტომ იმათი გლოვაცა და სინანულიცა ღმერთმან შეისმინა, და სამის დღის მარხულობისათვის შეიწყალა, და აღარ დააქცია.

ეგრეთვე თვით უფალმან ჩვენმან რომ იმარხა, ხომ არც განწმედა ეჭირებოდა, და არც ცოდვა იცოდა. მაგრამ ჩვენის ცხოვნებისათვის, ყოველი სათნოება, განა მარტო სიტყვით გვითხრა, და გვასწავა? აარა სულ თავსა შორის თვისსა დაგვანახა, და შემდეგი.

ამისათვის ყოველს სათნოებაზე უდიდესი, და უპატიოსნესი მარხვა არის, ჭეშმარიტად, და თუ არ მარხვით ეშმაკი კაცის ბრძოლისაგან Âელს არ აიღებს, რაც უნდა სათნოება ჰქონდეს. მოწყალე იყოს, მდაბალი და მშვიდი იყოს, მაინც თუ მაძღრისად იჴმევს საჭმელსა, და ნაყროვნებითა, იმას ეშმაკი არას გზით არ განეშორება, და სხვასა და სხვა რიგს ვნებასა, და ცოდვასაც მოაგონებს. ამისათვის დასწერს წინასწარ-მეტყველი დავით. ფსალმუნსა შინა, ვითარმედ ,,ხოლო რაჯამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსო ძაძა, და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს”. ვინ იგინი? ჴორცი, და ეშმაკი, იცით ესენი კაცს როგორ შეაწუხებს? როგორც ფარაო ისრაელთ აწუხებდა, ისრე ეს ჩვენი ჴორცი და ეშმაკი ჩვენ შეგვაწუხებს, და დიაღ მრავალ რიგს ცოდვასა , და ვნებაშიაც შეგვიყვანს, თუ სიმაძღრესა, და ნაყროვნებას მივყევით,. როგორც ფარაოს ისრაელთ ერი არ ებრალებოდა, და იმის ჴელში მწირობასა, და ტყვეობაში იყვნენ, და უფრო სტანჯევდა, და მუდმის მუშაობით აწუხებდა და შეაჭირვებდა.

აგრეთვე ეშაკი, და ჴორცი კაცს აღარ მოასვენებენ, რაგინდ, ათასი წელიწადი სიცოცხლე ჰქონდეს, და ცოდვაში იყოს, და მუდამ კვლასა და სიძვასა, და ნაყროვნებაში იყოს, არ ეტყვის გეყოფაო, არც ეტყვის ქვეყანაში შერცხვები ამ სოფელსა, და იმ საუკუნოსა შინა დიდს სატანჯველში მიეცემიო.

მუდამ უფრო და უფრო გულისთქმისათვის აღსძრავს, და კეთილისათვის აღარაოდეს მოაცლის. ამ შეჭირვებისათვის იტყვის წინასწარმეტყველი რომ ,,ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიანო, შევიმოსო ძაძა, და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი”.

და მერმე იტყვის რომ, «და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცესო, ვითარცა ძმა და მეგობარი ჩემი» ამით გამოაჩინა რომ, წმიდის მარხვით რომე კაცის თავის გონებას გასწმედს, ლოცვასაც მაშინ შეიწირავს ღმერთი, და ვითარცა ძმა და მეგობარი შეიქნებიან კაცისა რაც ყოველი კეთილი სათნოება არის.

ამისათვის ვალი და თანამდებობა მაქვს, რადგან თქვენი მწყემსი, და მამა მეწოდება, ამ წინას კვირებისა, და დღესასწაულებისა თვითოეული სწავლა და ქადაგება მომიხსენები, და გაგიგონიათ, და ახლა მცირედი ეს სწავლა მარხვისა მოგახსენე. ვის როგორ შეგეძლოსთ მხნე და მომთმინე შეიქენით მარხვისათვის და ლოცვისა. ნუ შეაბილწებთ თქვენს მუცელსა და პირს ბილწის ნაყროვნებითა და ლოთობითა, ნუცა შფოთისა, და ერთმანეთის ბრძოლითა, ნუცა ძვირის მოხსენებითა, და შურითა და მტერობითა, და ნუცა უჯეროს უშვერის სიცილითა და ბოროტის სახის განცხრომითა და სილაღითა. ვინათგან წმიდა და დიდებული არის წმიდა ესე მარხვა ჩვენ ქრისტეანეთათვის. გევედრები რომ ეს მცირე დღეები და რამდენიმე კვირა ამისთანას მოთმინებით აღვასრულოთ, და ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა ამინ.

 


პირველსა კვირიაკისა მარხვისასა, წმიდათა ხატთა თაყვანისცემასა. სიტყვა სარწმუნოებისათვის მართლ-აღსარებისა, ქადაგება წინა მდებარეთაგან სიტყვათა, ებრაელთასა შინა ეპისტოლესა 11 და რიცხვსა 6 ვითარმედ XI, VI

სარწმუნოება უხმს რომელი მოუხდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მაძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ იქენების, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

აქა შემოკრებულნო კეთილ მორწმუნენო მსმენელნო! ითქვა წარსულისა წინა დღესასწაულებისათვის სიტყვა და ქადაგება თქვენდა მიმართი, რაოდენ შესაძლებელი იყო ჩემ გლახაკისა მწყემსისაგან და რაოდენ დაიტევდა გონება თქვენი, და ახლა, რადგან სარწმუნოებისათვის ჯერარს სიტყვა და ქადაგება დღეინდელსა ამას დღესა, რაოდენ ძალ-გვედვას ვიტყოდეთ მადლითა ყოვლად წმინდისა სულისათა, რომელსაცა მართალსა და ჭეშმარიტს სარწმუნოებას აღიარებს დღეს ჩვენი ეკლესია, ჩვენ მართლმადიდებელთა. დიდისა საბერძნეთისა. დიდისა რუსეთისა, ბულღარიისა. საქართველოისა და იმერეთისა. იმათ განუჭრელი განუყოფელი და შეუცვალებელი იგივე და ერთი მართლმადიდებელი სარწმუნოება გვიპყრიეს., ღვთის მოყვარენო, და ხუთნივე ესე ერთობითა და მტკიცეთ ვდგევართ მადლითა ყოვლად წმინდისა სულისათა. რა გვარადაც ერთს მაღალსა და შეურყეველს გოდოლზედ დამყარებულნი, შვიდთა მსოფლიოთა კრებათაგან დამტკიცებული ძეგლი აღწერილი გვიპყრია, ვითარცა თითითა ღვთისათა წერილნი და იმაზედ ვსდგევართ. გვწამს და განმტკიცებულნი ვართ მათვე შვიდთა კრებათვე მადლითა, და აწ პირველად მათ შვიდთავე კრებათათვის. ვიტყოდეთ თვითოეულად ადგილთა მართლ მადიდებლობით შეკრებულთა და მწვალებელთათვის, თუ ვინ იყვნენ და სადათ გამოჩნდეს.

პირველი კრება იქმნა ნიკიას -ვითინიისა მიტროპოლიასა შინა, დროსა კეთილმსახურისა და დიდისა მეფისა კონსტანტინესსა. მაშინ გამოჩნდა უღუთო არიოს, ხუცესი ალექსანდრიელთა დიდისა ეკკლესიისა, რომელიცა ძესათანა დაუსაბამოსა მამისასა, არა იტყოდა თანა არსად მამისა არამედ შექნილად და დაბადებულად უტყოდა. ამას ზედა შემოკრბენ წმიდანი მამანი სამას ათვრამეტნი, და შეაჩვენეს უსჯულო იგი, არიოს და მისნი მომდგომნი განჰკვეთეს და ჭეშმარიტი აღსარება დაწერეს, და დაამტკიცეს. «მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა, და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი, ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, და არა ქმნილი, თანა არსი მამისა». ესრეთ აღიარეს და დაამტკიცეს.

მეორედ შეკრბენ კონსტანტინუპოლის შინა, სამეუფოსა ქალაქსა, დროსა კეთიმსახურისა მეფისა დიდისასა. ას ერგასნი წმიდანი მამანი და შეაჩვენეს უღვთო მაკედონიოს და აპოლინარი, რომელნიცა ცხოველმყოფელსა სულსა ღვთაებისაგან უცხო ჰყოფდენ და სიტყვისა ღვთისა Âორცსა, უგონებოდ და უსულოდ აღიარებდენ. ესენი განჰკვეთეს წმინდათა მამათა და სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოება დაწერეს რომელსაცა დღითი-დღე აღვიარებთ. ,,სული წმინდაჲ უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისათანა და ძისათანა თაყვანის იცემების და იდიდების”.

მესამედ შეკრბენ ეფესოს- დროსა კეთილ-მსახურისა თეოდოსი მცირისასა, ორასნი წმიდანი მამანი და შეაჩვენეს ურია ცნობილი ნესტორ, რომელიცა ჰგმობდა ღუთისმშობელსა მარიამს და კაცის მშობელად იტყოდა, და ორს ძეს აღიარებდა. ესე განკვეთეს წმიდათა მამათა, და ჩვენ ჭეშმარიტი აღსარება დაგვიმტკიცეს, და ესრეთ აღვიარებთ ერთსა და მასვე ძესა, საუკუნოდ მამაისაგან შობილსა, ღმერთად და განÂორციელებურად და განკაცებულად ჟამსა შინა, შობილად ქალწულისა მარიამისაგან, და არათუ კაცად ლიტონად განმღრთობილად, და აგრეთვე წმინდა ქალწულსა, არა მხოლოდ ქრისტეს მშობელად, არამედ ჭეშმარიტად და საკუთრად ღუთისმშობელად აღვიარებთ და თაყვანისვცემეთ.

მეოთხედ შეკრბენ ხალკიდონს შინა, ექვსას ოცდა ათნი წმიდანი მამანი, დროსა კეთილ-მსახურისა და თვითმპყრობელისა მარკიანესა და პულხერიასსა, და შეაჩვენეს უღმრთო ევსტიხი არხიმანდრიტი და დიოსკორე, რომელნიცა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, ერთის არსებით და ერთის ბუნებით შეზავებულად იტყოდენ, რომელსაცა დღეს სომეხნი აღიარებენ. ესენი განჰკვეთეს და შეაჩვენეს წმიდათა მამათა, და კეთილ-მსახური, და მართალი სარწმუნოება დაგვიწერეს, რომელსაც აღვიარებთ და გვრწამს უფალი იესო ქრისტე, შემდგომად შეერთებისა ორის სრულის არსებით, ორის ბუნებით, ორის ნებით და ორის მოქმედებით; შეურევნელ შეერთებულად და ერთს გვამად, და ერთს ძედ, და ერთ ქრისტედ, ესე იგი, საღმრთოსაგან და კაცობრივისა ღუთად სრულად, და კაცად სრულად ჭეშმარიტებით.მეხუთედ შეკრბენ კონსტანტინუპოლისვე, მუნვე სამეუფოსა ქალაქსა, ას სამეოცდა ხუთნი წმიდანი მამანი, კეთილ-მსახურისა და თვით-მპყრობელისა იუსტინიანე მეფისაზე, როდეს გამოჩნდა ეშმაკებრი თქმული მოძღვრება ორიგენისა. პირველად, ვითარმედ, გვამნი ჩვენნი არღარა აღდგებიანო; მეორედ ვითარმედ სამოთხე ხილული არა შეუქმნიესო ღმერთსა; მესამედ ვითარმედ ადამ ჴორცითა არა დაბადებულარს; მეოთხედ ვითარმედ დასასრული აქვსო სატანჯველსა ცოდვილთასა და, მეხუთედ, ვითარმედ ეშმაკნი კვალადვე ეგებიანო პირველსავე პატივსა. ესე და მსგავსნი ამისნი წვალებანი ორიგენისნი, ამასთანავე ევაგრეცა და დიდიმოს თანხმანი მისნი. კვალად დიოდორე ტარსელი და თეოდორე მომფსვეტელი, და მსგავსნი ამათანი შეაჩვენეს, და განჰკვეთეს, და რომელიცა მართალი სარწმუნოება ხალკიდონსა შინა შეკრებულთა წმიდათა მამათა აღწერეს, ამათცა იგივე ჭეშმარიტი საცხოვრებელი სარწმუნოება დაგვიწერეს და დაამტკიცეს.

მეექვსედ შეკრბენ კვალად კონსტანტინეპოლისვე, ას-სამეოცდაათნი წმიდანი მამანი, დროსა კეთილ-მსახურისა მეფისა კონსტანტინე პოლონათისასა, და შეაჩვენეს ონორი, წინამძღვარი, და პაპა ჰრომისა სერგი, და პავლე, პატრიარქნი კონსტანტინუპოლისანი, და შემდგომნიცა მათნი, რომელნიცა წარევდნენ და ჰგმობდნენ. ამისთვის დაამტკიცეს წმიდათა მამათა სარწმუნოება მართალი და ჭეშმარიტი რომელ, ვითარ იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შორის ორთა არსებათა, და ორთა ბუნებათა შეურევნელთა და განუყოფელთა აღვიარებთ; ეგსახეთ ორთა ბუნებითთა ძალთა, და ნებათა, და მოქმედებათა განუყრელად შეერთებულთა ვიტყვით, და გვრწამს და აღვიარებთ. ვინათგან თვითოეული ბუნება თანაზიარებითა მეორისათა მოქმედებს, და მათ ორთავე მნებებელი და მოქმედი, თვით განხირციელებული სიტყვა იგი ძე მამისა, და ძე ქალწულისა იგივე და ერთი გვამი არს.

ხოლო მეშვიდე შეკრბენ კვალად ნიკიასვე, ვითინიისასა, სამას ოც-და-ათნი წმინდანი მამანი, დროსა კეთილ-მსახურთა მათ და თვითმპყრობელთა კონსტანტინე და ირინა დედისა მისისათა. მათთვის, როდესაც გამოაცხადეს წმიდათა ხატთა გმობა და არა თავანისცემა, უღმრთომან ანასტასი, კონსტანტინე და ნიკიტა, კონსტანტინოპოლის პატრიარხთა, აგრეთვე თეოდოსი ეფესელმა. სისინი, პერგელიმ და ვასილი ანტიოქელმა. ამისათვის წმიდათა მათ შეკრებულთა მამათა, ამათ უღვთოთა შეკრებულებანი შეაჩვენეს და განჰკვეთნეს, და დაამტკიცეს წმიდათა ხატთა თაყვანისცემა, და სურვილით და სასოებით ამბორება წმიდისა ხატისა მაცხოვრისა, გინა ღვთისმშობლისა, ანუ უჴორცოთა წმიდათა ძალთა, ანუ წმიდათა მოციქულთა, და მამათ-მთავართა, და მოძრვართა, და მწყემსთა, და მოწამეტა, ღირსთა და მართალთა ხატთა და სახეთა მათთა, რომელიცა ღვთისა მიმართ მეოხად, და მფარველად ცხოვრებისა ჩვენისთვის ვსასოებდეთ, ვითარცა იობს შინა წერილარს, 22, 8, ვითარმედ ,,წარვედით მონისა ჩემისა მიმართ იობისა და ჰყოს მსხვერპლი თქვენთვის, ხოლო იობ მონაÁ ჩემი ევედროს თქვენთვის, რამეთუ პირსა მისსა თვალვახებ”. კვალად დიდისა ვასილისა მიერი თქმაჲ ამფილოქეს მიმართსა შინა, 10 თავსა ვითარმედ ,,პატივი ხატისა პირმშოსა მიმართ ხატისა აღიწევისა”. კვალად გამოსლვათას შინა წერილარს, 25, 9 ვითარმედ ,,უბრძანა უფალმან მოსეს, მიქმენ შენ ყოვლისა მისებრ, რაოდენი გიჩვენო შენ მთასა ზედა, მაგალითი კარავისა, და მაგალითი ჭურჭელთა მისთაო. ამაებით ცხადი და საცნაური არის, რომ ესენი წმიდათა ხატთა გამოსახვისა და პატივისცემისა მიზეზნი, და ჭეშმარიტნი თქმანი და მოსწავებანი არიან, და ამისათვის შეაჩვენნეს და განჰკვეთნეს წმიდათა და ღმერთ შემოსილთა მამათა, მგმობარნი და შეურაცხის მყოფელნი წმიდათა ხატთანი. და ჩვენ პატივის-ცემით და სურვილით თაყვანისცემა გვასწავეს და გვიქადაგეს სამ-ას-ოცდა-ათთა მამათა, და აგრეთვე შვიდთა ამათ მსოფლიოდ შეკრებილთა, ესე ვიტარი სარწმუნოება გვასწავეს, და გვამცნეს. რომელიც აღვწერეთ და შეწევნათა ღვთისათა, და მადლითა მათითა მიერითგან მტკიცედ დამტკიცებულვართ და ვჰგიეთ მათვე მოცემულთა ძეგლთა სარწმუნოებასა ზედა, რომელნიცა ზემოთ მოვიხსენეთ ხუთნი ესე, საბერნეთი, რუსეთი, ბულღარი, საქართველო და იმერეთი; რომელნიცა დაგვიცვნეს ღმერთმან შეუცვალებელად და შეურყეველად უკუნისამდე ამინ.

კვალად ამისათვის წმინდანი მოძღვარნი აღწერენ და მოიხსენებენ, რომ ოდესმე ადგილ-ადგილ სხვანიცა კრებანი იქმნენო, მაგრამ იგინიცა კვალად ამ შვიდთავე კრებათაგან იქმნა შეწყნარებული და დამტკიცებულიო, და ჩვენს მართლ-აღსარებასა სრულება ამ შვიდის კრებით მოეცა და დამტკიცდაო, ღვთისმეტყველებისა, და განგებულობისაცაო. ამისათვის კვალად გაგიახლებ ქრისტეს საყვარელნო შვილნო, რომ ყოველმა სჯულმა თავისი სჯული და სარწმუნოება იცის, და ჩვენს საქართველოში ამ ცოდნაზედ დიაღ დიდად ნაკლებათა ვართ, რომე თვით მღვდელთაც არ ვიცით სარწმუნოების სიმვოლიონი. ახლა რომ კიდევ მოკლედ მოგახსენებ, რომ ღვთის-მეტყველებაზე აღსარება მხოლოდ სამ წმიდა სამებაზე ითქმის სარწმუნოება ასე, რომ ერთი იგი დაუსაბამო ღმერთი სამის გვამოვნებით ითქმის: მამა, ძე და სული წმინდაÁ. ამას საწმიდა სამება ეწოდება. და ეს სამ წმიდა სამება, ერთ არსებით ითქმის. ერთ არსებით, და ერთის ბუნებით. რიცხვთა სახელთათა განყოფილნი, ესე იგი გვამოვნებითა, პირითა და თვითებითა; ვითარ იგი გვწამს მამა უშობელად, ძე შობილად და სული წმიდა მამაისაგან გამოსრულად, ვითარცა მეორემ კრებამ ესრეთ დაწერეს მრწამსი და დაამტკიცეს. ხოლო მღვთაებითა და მეუფებითა, და დამბადებლობითა, და ბუნებითა, და არსებითა, და ნებითა, სამთავე ერთი არის ძალი და მოქმედება, რამეთუ განიყოფებიან და შეიერთებიან შეურწყმელად ვითარ იგი წამებენ ღმერთ არს სიტყვად, რომელ მამისა და ძისაგან გამოსვლა არცა ერთსა რომელსამე წინასწარმეტყველთაგანსა და არცა კრებაში სადმე თქმულა. ფლორენცას მერვედ შემოკრბენ ლათინნი, და მამისა ძისაგან გამოსვლა მაშინ ითქვა; ისინი მერვეს კრებას აღიარებენ, და ჩვენ შვიდის კრების მეტი არ უნდა გვწამდეს, რომელიც ამ შვიდს კრებაში ჩვენ ეს უნდა გვწამდეს, ვითარცა დაგვიწერია და გვითქვამს. ღვთისმეტყველებისა ეს თქმული არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და აღსარება; და განგებულება, განკაცება, დაგანჴორციელება, რომ ერთი არის უფალი იესო ქრისტე ორის ბუნებით, ორის ნებით, ორის მოქმედებით და ორის არსებით, გვწამს. ერთი ღვთაებისა და ერთი კაცებისა, ერთ ქრისტედ და ერთ გვამად, შეურევნელ, შეერთებულად, რომ ორისავ თვითება და მოქმედება იმავ ერთს წმიდას გვამსა შორის ცხად არს, და ჭეშმარიტებით მოქმედებულ და მნებელ ღვთაებისად და კაცებისაცა; და ერთბუნებად როგორ უნდა ითქმოდეს, და როგორ უნდა აღიარებდეს? ნუ იყოფინ. ამისთვის ჭეშმარიტი აღსარება ამაზედ მეოთხედ წმინდამ კრებამ დაგვიმტკიცეს, ვითარცა აღვწერეთ; და ღმერთ შემოსილთ მამათაც პირველად, დოღმატი აღგვიწერეს, რომ, ღვთისმეტყველებისათვისაც, ესრეთ არის დამტკიცებული, და ამათს შემდგომად ნეკტარიოს პატრიარქისაგან თქმული წიგნი სამნაწილი ესრეთის ჭეშმარიტის აღსარებით არის დაწერილი და დამტკიცებული. ეგრეთვე წიგნი თქმული, ,,გრდემლი” საქართველოს პატრიარქისა ბესარიონისგან. და ეგრეთვე წიგნი თქმული ,,კატეხისმოსისა” საქართველოს პატრიარქის ანტონისაგან. ესე ყოველივე ღვთივ განბრძნობილნი და ზესთა ბრწყინვალენი წიგნნი და წერილნი ესე ვითარის ჭეშმარიტის სარწმუნოების აღსარებით აღგვიწერენ, გვამცნებენ და დაგვიმტკიცებენ, რომელიც მოგახსენე და გამცენე ყოველთავე სულიერთა შვილთა ჩვენთა, სამწყოსთა; ესრეთ უნდა გვწამდეს, და ესრეთ აღვიაროთ, და გულით და პირითა და სასოებითა; ესრეთ დავისწავლოთ და დავიბეჭდოთ ყოველთავე სამღვდელოთაცა, და საეროთაცა დამტკიცებით; ესრეთ ვიცოდეთ და ნუ შევცვლით, რადგანაც ეს სარწმუნოება მოგვცემია, როდესაც საქართველო ნინო მოციქულს მოუქცევია, და საბერძნეთიდამ მღვდელი და ეპისკოპოსი მირიან ჴელმწიფესა და ნანა დედოფალს, რომ დიდის კონსტანტინესათვის უთხოვნიათ, და რამდენი ათასი სული, ქართველი მცხეთას მონათლულან, და მერმე წმინდაჲ ნინო ხომ იქიდამ ქისიყს წამოსულა, და ეს ქვეყანა მოუქცევია. და ეს სარწმუნოება, რომელიც მოგახსენე მიერითგან დღეს აქამდე ესრეთ გვისწავია და ესრეთ გვწამს, და ღმერთმან დაგვამტკიცნეს უკუნისამდე ამინ!

ამაზე გვიქადაგა და გვიმოძღვრა წმიდამ მოციქულმა, ვითარმედ ,, სარწმუნოება უხმსო რომელი მოუხდების ღმერთსა, რამეთუ არს იგი, და მეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელი იქმნებისო”.

ამ ბრძანებასა, ჭეშმარიტის სარწმუნოების აღსარებისათვისაც, ამბობს, რომ ღმერთი ჭეშმარიტის აღსარებითა და სარწმუნოებით უნდა გრწამდეს, როგორც მოგახსენე, და ამ სიტყვაში, საქმის მიდევნებასაც გვიბრძანებს წმიდა მოციქული, რომ კეთილის სარწმუნოების მქონებელსა, კეთილის საქმის მქონებელობაც უნდა მისდევდეს, რომ რასაც ეძიებს და ითხოვს ღვთისაგან, სასყიდელსაც მიიღებს, ვითარცა დღესისა ამისათვის დაგვიწერა, ვითარმედ ,,სარწმუნოებით შესწირა აბრაამ ისაკი გამოცდასა მას, და მხოლოდ შობილსა მას შესწირვიდაო, რომელმან აღთქმა იგი მიიღო”. ამ ჭეშმარიტის სარწმუნოებითაც სწამსა დიდს აბრაამ მამამთავარს, ღმერთი, და საქმეც იმისთანა კეთილი მიუძღოდა, რომ რასაც ღვთისაგან ითხოვდა, კიდეც მიიღებდა, და ღმერთიც ისმენდა იმის თხოვნასა და ვედრებასა. ამას წამებასა ზედა დასწერს ნეტარი მაქსიმე აღმსარებელი ასეულსა შინა, 3 პუნკტსა შინა, ვითარმედ , რომელსამე ჰრწამნ უფალი, ეშინინ ტანჯვათაგან; ხოლო ტანჯვათაგან მოშიში, იმარხავს ვნებათაგან; ხოლო მმარხველი, ვნებათაგან მოითმენს საჭირველთ; ხოლო საჭირველთა მოთმინესა, აქვს სასოება ღვთისა მიმართ; ხოლო ღვთისა მიმართ სასოებაÁ, განაშორებს ყოველთა ქვეყნიერთაგანისა ვნებულ-მოყვარებისაგან; ხოლო ამისგან განშორებულსა, გონებასა აქვს. ღვთისა მიმართ სიყვარული. ამით ვხედავთ, ღვთის-მოყვარენო, რომ წმიდამ მოციქულმან და ამ სანატრელმა მამამ, სარწმუნოება და კეთილი საქმე ერთმანეთს მოჰკიდეს, ერთმანეთს შეუდგინეს და დაამტკიცეს; ვითარცა იაკობ მოციქული დასწერს, 2, 26, ვითარმედ ,,ვითარ იგი არა განმართლდებისო კაცი საქმეთაგან სჯულისათა, თვინიერ სარწმუნოებისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესისა, ეგსაზედ სარწმუნოება თვითნიერ საქმეთასა მკუდარ-არსო”! ამისთვის მოგახსენე პირველად სარწმუნოების აღსარება, რომ, თავი და პირველი კეთილი საქმე, მართალი სარწმუნოება, და ღვთის ცნობა არს; მაგრამ ამ ჩვენს სარწმუნოებასა თუ კეთილი საქმეც არ მივადევნეთ, მარტო სარწმუნოება კაცს ვერ აცხოვრებს, რომ იძახოდეს: ,,მე ხომ ქრისტიანედ ჩემს მამასა და დედას მოუნათლავვარო, და ის მაცხოვნებსო”, არა, ძმანო და შვილნო, მამანო და დედანო! ამ ჩვენს კეთილს სარწმუნოებასა, კეთილი საქმეც უნდა მოვადევნოთ, თორემ როგორც ფრინველი ცალის ერთის ფრთით ვერსად გაფრინდება, თუ მეორე ფრთაც არა აქვს, ეგრეთვე ჭეშმარიტს ქრისტიანესა, პირველად, როგორც მართალი სარწმუნოება უნდა სწამდეს და იცოდეს, ეგრეთვე კეთილი საქმეც სჭირდეს, რომ ამ ორის კეთილის ფრთით ზეცას სასუჰეველში წასვლა ეღირსოს; საუკუნოდ ცხოვნება საუკუნოდ განსვენება, ღვთის დიდების ხილვა, წმიდას ანგელოსებთან და ყოველს წმიდანებთან ყოფნა, იმათთან ნათელში ყოფნა და იმათის შვენიერებისა ბრწყინვალებისა, და სიხარულის სმენა, და თვალით დანახვა! აბა ამ სოფლიერად, რას უნდა მივამსგავსო, საყვარელნო, იმ საკვირველის სუნნელების ყნოსა, და უცხოსა და უცხოს, ტკბილ-Âმოვანობის სმენა და გონება. ამ სოფელს კაცი ვერას მიამსგავსებს, რომელს ენას შეუძლიან, რომ მოიგონოს და ის პირის-პირ შეამსგავსოს რასმე? ვერას მოიგონებს, და ვერცარას შეუმსგავსებს ჭეშმარიტად იმ ნათლისა და იმ ბრწყინვალების შესამსგავსს რასმე, ამისმეტსა, რომე ერთის ცხოვნებული პირის სახე მზისა და მთოვარისაგან კიდევ უფრო, და რავდენ გზის უმეტესად განბრწყინვებული და განათლებული იქნება, და აბა სხვა რა უნდა მოიგონოს და შეამსგავსოს კაცმა იქაურს დიდებასა, ნათელსა და სიხარულსა ცხოვნებულთასა?! ამით დავინახოთ თავნი ჩვენნი, შვილნო და ძმანო საყვარელნო, რომ კეთილს მორწმუნესა და ღვთის-მოყვარეს კაცს. ეს ამისთანა ადგილი და განსვენება მიელის, და ვაი, ჩვენი ბრალი, რომ, თურმე ამ კეთილის საქმებისაგა ღმერთი ნაკლებად გვხედავსო და უსჯულონი, და ურწუნონი ჩვენის ცოდვისა და უსასოებისაგან გვერევიან, გვჩაგრავენ და გვძლავრობენ, სიკვდილითა, დატყვევებითა, აოხრებითაცა, წახდნითაცა; მუდამ ჩვენზედ კადნიერებენ, ლაღობენ, და კიდევ უმეტესად გვემუქარებიან, თავს გვიქნევენ და გვაშინებენ! ამ სოფელს ხომ მუდამ ჩვენი ქვეყანა ამისთანას სატანჯველშია, და ახლა იმ საუკუნოსაცა, ვაი თუ ჩვენის ცოდვისაგან, იმ სასუფეველისა და დიდებისაგანაც დავიკარგნეთ, და საუკუნოდ წარვწყმედ, და ღვთისაგან დავისაჯნეთ?! ამისთვის გევედრებით, სულიერნო შვილნო, რადგან თქვენი მწყემსი ვარ, და თქვენის მოხსენებისა და სწავლების ვალი მაქვს, და თქვენც გაგონებისა, და დაჯერებისა თანამდებობა გაქვსთ. რომ ამისთანას სწავლაზედ სიტყვით მოგახსენო, თუ სწავლითა, უნდა დაიჯეროთ და შეისმინოთ, რომელიც მომიხსენებია პირველად სარწმუნოება მართალი და ჭეშმარიტი, და მერმე კეთილი საქმე, რომ წელიწადში ერთხელ მაინც აღსარება და ზიარება არის და უნდა ეღირსნეთ; ეგრეთვე მუდამ წირვასა და ლოცვის სიყვარული, და უფრო ნამეტანად, კვირასა და უქმესა; ეგრეთვე თქვენის ძმებისა და ქრისტიანე მეზობლების სიყვარული, შებრალება, და მოწყალება გქონდესთ, ეგრეთვე მდაბალი, მშვიდი, და მორჩილი თავისის მშობლებისა, ანუ უპირატესისა, მებატონისა, მოძღვარისა, მოძღვრისა თუ ეპისკოპოსისა. ეგრეთვე მოთმინებაც უნდა გვქონდეს, რომ ეს წუთი სოფელი უმწუხაროსა, და უგანსცდელოს ძნელად დააგდებს კაცსა, რომ ერთი რამ მწუხარება არ მიაყენოს, ან სიგლახაკისა, შიმშილისა და დაობლებისა და ან მტრისა ვისგანმე შიანურისა და თუ უსჯულოსაგან მორევისა და გაოÂრებისა! ღმერთმანი ამაების უცხონი ვართ, და გამოუცდელია ჩვენი ქვეყანა? ყველა ჩვენზედ არის მოწევნული ჭეშმარიტად; მაგრამ ისევ ღვთის მადლობის მიცემისა და მოთმინების მეტი არა გაგვეწყობარა, და თუ ამაებს ვერ მოვითმენთ და ღმერთს დავაყვედრებთ რასმე, ღმერთსაც მოვიმდურებთ და ჩვენს თავსაც ვავნებთ, რომ მოთმინებას გვიბრძანებს, და ჩვენ წმიდას სახარებას წინა აღუდგებით, ესები არის, ქრისტიანენო, კეთილი საქმე, და კვალად ამასთანა ესეც კეთილ-საქმედ არის დაწერილი მოძღვართაგანაცა, და წმიდა მოციქულიც დასწერს: ,,შვილნი კეთილად განზარდენითო” და უქმისა და გაურჯელისა კაცისა პურისა და საზრდელისა უღირსებასაც დასწერს. ამიტომ მინამ ამ წუთს სოფელს სცხოვრებს კაცი, როგორც სულისათვის უქადაგებთ ზრუნვასა, ეგრეთვე ჴორციელადაც თავისი თავი მცონარებასა და დაზარებას არ უნდა მისცეს, თავის სახლეულსა, თუ შვილსა თუ სახლსა და მამულსა, სხვათა უცილებლად, უშფოთველად, უდრტვინველად და მიუმძლავრებელად, უნდა გაუძღვეს და მოუაროს სიმდაბლით, სიმშვიდით, სულგრძელობით, სიტკბოებით და დაწყნარებით; და ყოვლის შეძლებით, გარჯით და შრომითა რომ იმავ პირველითგანვე ღვთის ბრძანება ასე დასწერს, ოფლითა შენითა საჭამდე პურსაო! და როდესაც ამისთანას ცხოვრებასა და კეთილს ქცევაში აღსრულდება კაცი, თუ უნდა ერთის რომლისამე საქმისათვის სხვას ადგილსაც ესწრას სიკვდილი, რადგან ამისთანა გამზადებული ღვთის ნებისყოფელი ქცევა ექნება; და წმიდის აღსარებითა და ზიარებითაც განმზადებული იქნება, და ეგოდენი კეთილი საქმეც მიუძღვის, ჭეშმარიტად, რომელიც ზეცას ცხოვნებულთათვის განსასვენებელი ადგილი მოგახსენე და დავსწერე, ისიც იმავ საუკუნოს ნათელსა, და განსასვენებელს ადგილსა შინა მისლვას ეღირსება, და დაემკვიდრება უკუმისამდე, რომელსა შინა ღირმსცა ვართ. ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესიათა, მისა შვენის პატივი, დიდება და თაყვანისცემა აწ და უკუნისამდე ამინ.

აღწერილ იქმნა და ითქვა მადლითა ღვთისას, შილდას ეკლესიასა შიან, გლახაკისა ნეკრესელისა ამვროსისაგან, სამწყსოთა შვილთა თვისთა სწავლად და წვრთნად, მარტს, თ, წელსა ქრისტესით, ათას შვიდას ოთხმოცდა ათექვსმეტსა, პირველსა კვირიაკესა წმიდათა მარხვათასა ხატთა თაყვანისცემასა.